25 წლის ლალი გოზალიშვილს მაყურებელი კარგად იცნობს. ის ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მეუღლემ როცა გაიგო, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ, მიატოვა. ლალი სრულიად მარტო დარჩა. მან თბილისში ბინა იქირავა და შვილებს ბინების დალაგებით არჩენდა, ბავშვების მოვლაში კი ბებია ეხმარებოდა.როცა ლალი ფიქრობდა, რომ ცოტა ამოისუნთქა და სტაბილური სამსახურიც იშოვა, განვადებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შეიძინა. ამბობს, რომ ყველანაირად ცდილობდა, მისი შვილების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. 1 თვის წინ ბანკიდან სესხი გამოიტანა და ახალი ავეჯი შეიძინა, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ლალი რამდენიმე დღის წინ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. როცა ის სამსახურში იყო, ბავშვები კი ბებიასთან იმყოფებოდნენ, სახლში ხანძარი გაჩნდა და ნაქირავები ბინა, სადაც შვილებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დაიწვა.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:➡ საქართველოს ბანკი #GE72BG0000000161529831 მიმღები ლალი გოზალიშვილი➡ თიბისი ბანკი #GE73TB7148545064300031 მიმღები ლალი გოზალიშვილიპირადი ნომერი: 24001046548 მიმღები ლალი გოზალიშვილი
ავტორი: თიკო გურაშვილი