მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთმა იცის, იქ რაც მოხდა, ღმერთი გასცემს ყველას საკადრის პასუხს, ჩემს შვილსაც და ყველას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა განუცხადა."ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ, აბა ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს“, -განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.
იხილეთ: