შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს - “რაგუსა”, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 ათას 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედიც ექსპორტზე გადის.