კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა. სპეციალისტებმა კვლევა სტერილურ გარემოში გაზრდილ თაგვებზე ჩაატარეს. მათ შეუყვანეს სასარგებლო ბაქტერიები Lactobacillus reuteri, რის შემდეგაც თაგვებში იმუნური უჯრედები ვითარდებოდა. გარდა ამისა, როდესაც მკვლევარები საცდელი ცხოველების რაციონში ტრიფტოფანის რაოდენობას აორმაგებდნენ, იმუნური უჯრედების რაოდენობა 50%-ით იზრდებოდა. ტრიფტოფანი და Lactobacillus reuteri ხელს უწყობდნენ ორგანიზმში იმუნური უჯრედების რაოდენობის ზრდას,რომლებიც აკონტროლებენ ნაწლავში ანთების დონეს. მათი საშუალებით ქვეითდება ნაწლავის ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი.