სპეციალისტები დაინტერესდნენ, როგორ მოქმედებს შოკოლადი ადამიანის განწყობაზე, რადგან გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის დეპრესიული განწყობის "წამალია". მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განწყობას დროებით აუმჯობესებს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ნაღვლიანი მდგომარეობა მძიმდება. კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი მოქმედებს ტვინის იმავე უბნებზე, რაზედაც სეროტონინი. მაგრამ ანალოგიური ეფექტის მისაღებად ადამიანმა უნდა შეჭამოს უზომოდ ბევრი შოკოლადი. ამიტომაც დადებითი ეფექტი სწრაფად ქრება.