ქართველი ახალგაზრდა იტალიაში ვეფხვმა დაგლიჯა. 25 წლის ბიჭი შობის ღამეს ვეფხვის ვოლიერში სრულიად შიშველი შევიდა - ინციდენტი რეჯიო კალაბრიას პროვინციაში, „ლიდია ტონის“ ცირკში მოხდა. იტალიური მედია ვოლიერის ფოტოებსა და ვეფხვის ვიდეოს ავრცელებს, და აქვი მიუთითებს რომ საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მტაცებლის თავდასხმის შედეგად მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებული უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმების განცხადებით, გამოფხიზლებისას ის აგრესიულად იქცეოდა და გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა.იტალიური სააგენტოების ცნობით, ოპერაციის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა და რამდენიმე ადამიანს დანით დაზიანებებიც მიაყენა. ის შემდეგ პოლიციამ დააკავა. მომხდარის გამოძიება გრძელდება.