"შმაქსის" მძღოლებმა ვარკეთილში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, 80-მდე "შმაქსის" მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ "შმაქსის" მძღოლობა ჯარიმდებოდა.
როგორც "შმაქსის" მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.ამასთან, "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ.