15:12
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
შხამი, რომელიც ვადაგასულ ნიგოზშია აზიანებს ღვიძლს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს - როგორ უნდა აარჩიოთ უსაფრთხო კაკალი?
29-12-2018

რა საფრთხეები შეიძლება იყოს უხარისხო, გაფუჭებულ ნიგოზში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას, რომ გემრიელი და ხარისხიანი გოზინაყი და საცივი გამოგივიდეთ.  თუ  კაკლის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, გაქანებისას მასში შიგთავსი არ უნდა მოძრაობდეს, თუ ნიგვზის მოძრაობას იგრძნობთ, ასეთი პროდუქტი დიდი ალბათობთ უხარისხო გამოდგება. ხშირად არაკეთილსინდისიერი გამყიდველები, წონის მომატების მიზნით იმ ტომარას ასველებენ, რომელშიც კაკალია მოთავსებული, კაკალი წყალს იწოვს და მძიმე ხდება, თუმცა ასეთი პროდუქტი გემრიელი კერძის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ, ამიტომ ჩაყავით ხელი  კაკლის ტომარაში, რაც შეიძლება ღრმად, ხელი მშრალი უნდა დარჩეს.  

მოგრძო კაკალში მეტი ნიგოზია, მრგვალში კი შიგთავსი შედარებით მცირე რაოდენობით. მთავარია ნიგოზი არასაფრთხისშემცველი იყოს, ალბათ ხშირად გინახავთ ობიანი, ასევე მწარე გემოს მქონე ნიგოზი. ჩვენ ინტერნეთით მოვიძიეთ კადრები, სადაც ნაჩვენებია ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, სადაც ნიგვზების თითქმის 60 პროცენტი ამჟავებული გამოდგა, ასევე ბევრ მათგანში აფლოტოქსინის არსებობა დაფიქსირდა.

სოკო, რომელიც ძირითადად ვადაგასული მზესუმზირების, თხილისა და ნიგვზის მაგვარ პროდუქტებში გვხვდება. ერთერთი ყველაზე ძლიერი შხამი, რომლის მცირე დოზებით ორგანიზმში მოხვედრა აზიანებს ღვიძლს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
 
ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ნიგოზი თუ კი მას დამწვარი ზეთის სუნი აქვს, ოდნავ მომწარო ნიგოზიც კი სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ თუ კი გოზინაყში, ან ჩურჩხელაში მოთავსებული თხილი და ნიგოზი მწარე მოგეჩვენებათ, არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ ის, რადგან რამდენჯერმე მირთმეული ასეთი გაფუჭებული პროდუქტი, შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადების წინაპირობა გახდეს, როგორის ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეა.  ნიგვზის შეძენისას დააკვირდით, რომ თითოეული ლებანი საღი და მშრალი იყოს და არავითარ შემთხვევაში არ ქონდეს მომწარო სუნი და გემო. 

იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად

AutoPlay
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები