ერთერთი ყველაზე სახიფათო კიტრისა და პომიდორის შემადგენლობაში ნიტრატებია, რომელსაც ბოსტნეულის სწრაფი ზრდისთვის და დამწიფებისთვის იყენებენ.ნიტრიტები, აზოტმჟავას მარილები, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის წარმოადგენს შხამს. დიდი რაოდენობით ნიტრიტებს, ადამიანის ჰემოგლობინი გადაყავს მეტჰემოგლობინში, რის შედეგადაც სისხლი იცვლის ფერს და ხდება მუქი ყავისფერი. დიდი რაოდენობით ნიტრიტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის მწვავე მოწამვლა და სიკვდილიც. დიდი რაოდენობით ნიტრატები ბოსტნეულის სიმწიფის დასაჩქარებლად მაშინ გამოიყენება, როცა არ არის საკმარის ინტენსივობის მზე. სწორედ ამიტომ ამ მხრივ უფრო სახიფათო ადრეული ბოსტნეულია, რადგან ზაფხულში მზიანი დღეების სიხშირის გამო, მცენარე არ საჭიროებს ბევრ ნიტრატებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს დოზები. კიტრის შემთხვევაში 400 მილიგრამი, პომიდორის შემთხვევაში კი 300 მილიგრამია. საბედნიიეროდ ნიტრატების საზომით ჩვენს მიერ შემოწმებულ არცერთ კიტრსა და არც პომიდორში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატები არ აღმოჩნდა, რაც ბუნებრივია სასიხარულოა.