ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ შინდისში. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა. მათი ნაწილი კლინიკა "გორმედში", ნაწილი კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდათ. გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდები სპორტსმენები არიან და ისინი ფხვენისიდან შინდისში, ზონალურ საფეხბურთო შეჯიბრზე მიდიოდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.