სოლიგორსკის "შახტიორში" ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი. მეშახტეებმა" საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურეს გროდნოს "ნემანი", შინდაგორიძე კი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 87-ე წუთზე თავურით გოლი გაიტანა. სოლიგორსკელები 18 აგვისტოს, მორიგ ტურში სტუმრად "სლუცკს" შეხვდებიან, იქამდე კი, 15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ტორინოს" უმასპინძლებენ.