თურქეთში, კურორტ ბოდრუმში შინაურ ცხოველებსა და მათ პატრონებს პლაჟზე ერთად დასვენება შეეძლებათ. ამის შესახებ ბოდრუმის მერია ავრცელებს ინფორმაციას.
ცხოველებისთვის განკუთვნილი პლაჟის ფართობი 3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ტერიტორიაზე ცხოველების გასართობად და გასასეირნებლად სპეციალური მოედნები მოეწყობა. გარდა ამისა, პლაჟზე კაფე, საბავშვო მოედნები და პარკინგის ადგილიც გაკეთდება.ბოდრუმის მერიაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ტურისტების დამატებით ნაკადს მოიზიდავს.