შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩინეთში სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ "მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე" 9 ოქროს მედალი მოიპოვეს. შსს-დან სხვადსხვა სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.