შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის "წითელი ხიდის" სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში - კარლ ჰარცელს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს. 3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.