საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დამცავი ბარიერებს დამონტაჟება უახლოეს დღეებში დასრულდება.