შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და მათი ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.