შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.