სამართალდამცველებმა ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში მდებარე საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5 მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.