შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, ერთ პირს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, მეორეს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი რა მდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.