შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

2019-08-30 18:25:07+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით, თელავში 2 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.