შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იქნება წარმოდგენილი.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინფორმაციო ზონაში უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და რეფორმებს გაეცნონ.
სტუმრებს საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი დახვდებათ, სადაც ისინი „სასაზღვრო კონტროლს“ გაივლიან, საინფორმაციო რუკას მიიღებენ, თუ რომელ ზონებს უნდა ეწვიონ.