შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა.
რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული, თანამედროვე დიზაინის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
პირველი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კომფორტული, თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამუშაო ფორმებით განაგრძობენ საქმიანობას. ვახტანგ გომელაურმა რუსთავის საგამოცდო პრაქტიკული მოედანი და ახალი მოდელის თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა.