შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს. მისივე თქმით ვანო მერაბიშვილმა ის სასჯელი მოიხადა რომელიც დემოკრატიულმა სასამართლომ მიუსაჯა.
ჟურნალისტების კითხვაზე: რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული "მუხროვანის ამბოხის" საქმეზე სხვა პირები, გარდა მერაბიშვილისა, მაგალითად კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ამჟამად სუს-ში თანამდებობაზეა, გომელაურმა აღნიშნა, რომ ხოჯევანიშვილს არაფერი დაუშავებია და პასუხი ბრძანების გამცემს უნდა მოეთხოვოს.