ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.