მასობრივ შიმშილობის აქციას 300-ზე მეტი ადამიანი უერთდება. მოთხოვნა უცვლელი და ერთადერთია - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
შიმშილობას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ექს პრეზიდენტის მხარდამჭერები უერთდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის ოთხი კარავია გაშლილი, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქცია გუშინ გამართულ აქციაზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაანონსა.