მეცნიერებმა თავის ტვინში მიაგნეს ადგილს, რომელიც შიმშილის გრძნობის სამართავად შეიძლება გამოიყენონ. ტვინის ეს ნაწილი ადამიანს ეუბნება შია თუ არ შია. სწორედ ამ ნაწილმა სპეციალისტებს შეიძლება საშუალება მისცეს, რომ შიმშილის გრძნობა კონტროლირებადი გახადონ. არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის თანახმად მადას ტვინის ემოციური ცენტრი, ამიგდალა მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს, ისინი ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ "გათიშონ" ან "ჩართონ" ნეირონები, რომელიც მადაზე მოქმედებს.მეცნიერების თქმით, ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ჰქვია, არეგულირებს ძილის, ჭამის, წყურვილის სურვილს. საჭმლის მოხმარება ასევე დაკავშირებულია ემოციასთან და მეცნიერებს სურდათ მიეგნოთ ტვინის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჩვენს ემოციურ მადაზე მოქმედებს.