შიმპანზეს 55 ნახატი ლონდონის გალერეაში დეკემბერში აუქციონზე გაიყიდება. ნახატების ჯამური ღირებულება 247 ათას დოლარამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს შიმპანზე კონგო თავისი არტისტული უნარების წყალობით ცნობილი 1950-იან წლებში გახდა, სამწლიანი პერიოდის განმავლობაში შიმპანზემ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილში 400-მდე ნახატი დახატა. მისი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ, მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ისევ მაღალია.