სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.