შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს და ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.