"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადება არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა. საქმე ეხება მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ავიარეისების სუბსიდირებას, რაზეც უწყება 49 მილიონ 670 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერის შედეგად უნდა შერჩეულიყო ის კომპანია, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანას მოემსახურებოდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები მესტია-ქუთაისი-მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. ცნობისთვის, ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე შიდა რეისებს ავიაკომპანია "აკ -ეარ ჯორჯია" ასრულებს.