შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა კომენტარები სხდომათა დარბაზის გარდა, მედიასთანაც გააკეთეს. მათი შეფასებით, კანონპროექტი მთავრობას დამატებით ძალაუფლებას აძლევს, რისი გაკეთებაც პარლამენტის გვერდის ავლით გარკვეულ საფრთხეებს წარმოშობს.