თურქეთის ტურ-ოპერატორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთიდან 700-800 ათას ტურისტს ელოდებოდნენ. თუმცა, რუსეთმა თურქეთში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე თურქეთთან ავიამიმოსვლა შეზღუდა. შედეგად, კვირაში მხოლოდ ორი ფრენა განხორციელდება.მისი თქმით, თურქეთი რამადანის თვის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას მოელის.
კავშირის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ რუსი ტურისტების მიერ 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე დაჯავშნული ვიზიტები სრულად არ გაუქმდება და მხოლოდ გადავადდება.
რუსეთმა ფრენები ტანზანიაშიც შეზღუდა.