საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ- კვირას ღია სივრცეში მიიღონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.