ცესკომ უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ვერ აღმოაჩინა. როგორც ცესკოს მიერ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში ჩატარდა, წინასაარჩევნო აგიტაციად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ანდრეი შევჩენკო მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვერ დაჯარიმდება. ვიდეომასალაში გაჟღერებული ფრაზები წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ პირად მოსაზრებას, - განმარტავენ ცესკოში. ცნობისთვის, თბილისში გამართული საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ კახი კალაძეს როგორც მეგობარს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა რომ ის კარგი მერი იქნება