ფონიჭალის 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებს. მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა". დირექტორის თქმით, 3 წლის ბავშვს მსგავსი ქმედების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ამავე დროს თბილისის ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვს მოტეხილობა არ აღენიშნება, თუმცა ფილტვის დაზიანება აქვს მიღებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
იხილეთ: როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა