"რუსთავი 2" "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ახალ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს. გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.