გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც გარდაცვლილის დედამ ანა ქევხიშვილმა განაცხადა, ღამით სახლში უცნობი ნიღბიანები შეიჭრნენ და ფულს ითხოვდნენ. ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია 20 ათასი ლარი, რომლითაც ტრაქტორის შეძენას აპირებდნენ. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. აღიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.