ეს ბელარუსიის მუზეუმია, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ეძლევათ არამხოლოდ თეორიულად გაეცნონ ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს, არამედ მათ შეუძლიათ ეს თვითონვე გამოსცადონ და ცოტახნით შეისისხლხორცონ. ეს არის პატარა სოფელი მინსკთან ახლოს, რომელიც მთლიანად ისე გადააკეთეს და მოაწყვეს, როგორც საუკუნეების წინ იყო. აქ თქვენ შეხვდებით ძველ ტრადიციულ სამოსს, სხვადასხვა ისტორიულ არტეფაქტებს და სუვენირებს. მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ამბობს, რომ: ეს არის მუზეუმი სადაც შეუძლებელია მოიწყინო სულ ერთ წამით მაინც. რადგან თქვენ აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ ტრადიციული ცეკვები და სიმღერები. გასაკვიირი არც არის ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ამ მუზეუმს უამრავი ტურისტი სტუმრობს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება ფართო საზოგადოებისთვის.