შეცვლიან თუ არა რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებას, ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც პალიტრანიუსს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, დღეს საღამოს სამუშაო შეხვედრას გამართავენ და გადაწყვეტილებას სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით,15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.