მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.მათ დასავლელი პარტნიორებისგან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და მის მფლობელობაში არსებული ქონების დაყადაღება მოითხოვეს.როგორც მოძრაობა „შეცვალეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ განაცხადა, ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტია, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას. „შეცვალეს“ წევრები მსგავსი შინაარსის აქციებს, ანალოგიური მოთხოვნით, საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიური კორპუსის შენობასთან გეგმავენ.