მოკლული სოსო ქოიავას მამა შეწყალების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს. თამაზ ქოიავას კითხვები მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაზე დაუსვეს.
როგორც ქოიავამ აღნიშნა, დიმიტრი გაბუნია მხოლოდ პატარა ჭანჭიკია და საქმეები მის დონეზე არ წყდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები შეიწყალა.