ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს ეხება. მისი თქმით, ის რომ გამოძიება დაიწყო, მისასალმებელია და ახლა ჯერი სწორედ გამოძიებაზეა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხები ამ საქმეზე არსებულ კითხვებს. როგორც მდინარაძე აცხადებს, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა, არსებობს საკითხებიც, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება შეუძლია. რაც შეეხება იმ ფაქტს, იცოდა თუ არა, პრეზიდენტმა რას აწერდა ხელს და შესაძლოა თუ არა, ამ საქმეში მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს გამოძიების დასადგენია. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.