პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
ნადირაშვილის განცხადებით ის არალოგიკურად არ აღიქვამს, რომ პირველი სწორედ ის დაიბარეს გამოკითხვაზე. მისივე თქმით გამოძიებას ყველაზე მეტი შეკითხვა წყაროსთან დაკავშირებით ჰქონდა, "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, მას წყარო არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 35 პირი შეიწყალა, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული იყო, 1 კი ძებნილი.
"ევროპული საქართველოს" მტკიცებით, შეწყალება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, მათ პროკურატურას მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები წარუდგინეს.