შეწყალების საკითხთა კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდება, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურსი განაცხადეს.
უკვე მეხუთე თვეა, ქვეყანაში შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ახალი კომისიის წევრთა სავარაუდო გვარებს აკონკრეტებენ და არც მისი დაკომპლექტების ზუსტ თარიღებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის საკითხი განიხილება.