შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოსვლისას მოსამართლეების შერჩევის წესსაც შეეხო. ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა პროფესიის შესაფერისი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.