შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომანქანის ექსტრემალურ მართვაში პატრულის გადამზადებას აპირებს. აღნიშნული გეგმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში - ”ჩემი კითხვა” ისაუბრა.როგორც ხუციშვილმა განმარტა, დღეის მდგომარეობით შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რის გამოც ამ სტანდარტით პატრულები ვერ მზადდებიან. ”ჯერჯერობით პოლიციის აკადემია რა სტანდარტითაც მუშაობს არის ის, რომ ვერავინ ჩააბარეს საპატრულო კურსებზე, თუ მას არ აქვს მართვის მოწმობა. მხოლოდ ეს არის სტანდარტი და პრაქტიკული მომზადება არ ხდება, თუმცა, აკადემიაში დავიწყეთ დიდი სერია რეფორმების, რომელიც ეძღვნება იმას, რომ ჩვენი სწავლება, რომელიც პატრულების ნაწილში თეორიულ სწავლებას გულისხმობს, პრაქტიკული უნარების შეძენაში გადავიდეს.
მოქალაქე მინისტრის მოადგილეს საინტერესო ფაქტებზე ესაუბრა და იდეების გაზიარებაც შესთავაზა. რის შემდეგაც შალვა ხუციშვილმა მოქალაქესთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" მოქალაქეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უპასუხა."ჩემი კითხვა არის PALITRANEWS -ის უპრეცენდნტო პროექტი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია პირისპირ ესაუბროს პოლიტიკოსებს. დაუსვას ნებისმიერი, თამამი, კრიტიკული კითხვა.როგორ დასვათ კითხვა?გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია:✔ ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,✔ ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge