02:19
16 თებერვალი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
შეთავაზება 3 თვით უფასოდ ცხოვრების მსურველებს: თუ გიყვარს მოგზაურობა და თავისუფალი დროც გაქვს, შეგიძლია ზაფხულში ამ ადგილს მიაშურო
30-01-2019

თუ გიყვართ მოგზაურობა და ამასთანავე, გაქვთ ბევრი თავისუფალი დრო, შეგიძლიათ ზაფხულში იტალიას მიაშუროთ. Airbnb იტალიის ერთ-ერთი პროვინციაში 3 თვით უფასოდ ცხოვრების მსურველებს ეძებს.

Airbnb-ის შემოთავაზება საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ, როგორ ცხოვრობენ იტალიელები, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და ისწავლოთ მათი მომზადება. გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა იტალიურ ენაში. ამ ყველაფერში კი ფულს გადაგიხდიან. ზოგადად, იტალია მთელს მსოფლიოში ცნობილია უძველესი ქალაქების სილამაზითა და ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე გამოირჩევა უნიკალურობით, ტურისტების ნომერ პირველი დანიშნულების ადგილები მაინც რომი, ფლორენცია, ტოსკანის თვალწარმტაცი ფერდობები და ამალფის სანაპიროს მომხიბვლელი სათევზაო სოფლებია. ამიტომაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აქამდე უცნობი, თუმცა საინტერესო სოფლების და ქალაქების შესახებ ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ასეთი კუთხეების ჩამონათვალშია ბაზილიკატაც. ველური ბუნებითა და საუკუნეების მქონე ტრადიციებით მდიდარი ეს მხარე, იტალიის სამხრეთში მდებარე ყველაზე ღარიბ და უცნობ კუთხეს წარმოადგენს. ბაზილიკატა თითქმის შეუმჩნეველი იყო სანამ მატერა, ბაზილიკატას მარგალიტი, ევროპის 2019 წლის კულტურულ დედაქალაქად არ გამოცხადდა. ამის შედეგად ახლა უკვე შესაძლებელია ბაზილიკატაც მოხვდეს ტურისტების დასასვენებელი ადგილების სიაში და გახდეს მათი საყვარელი ადგილი, Airbnb-ის მიერ გაწეული რჩევები კი ამ უმშვენიერესი ადგილის უკეთ გაცნობაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

წლებია, რაც საბატიკალის მნახველთა რიცხვი თანდათან იზრდება. ამასთან, მატერასთან ახლოს მდებარე გროტელიც, უკვე მზად არის სტუმრების მისაღებად. Airbnb-ი  მართლაც რომ განუმეორებელ შესაძლებლობას სთავაზობს,  მხოლოდ ოთხ ადამიანს  3-თვიან საცხოვრებელ ადგილს სოფელში, სადაც საშუალება გექნებათ შეისწავლოთ ენა, იტალიური სამზარეული და გახდეთ ადგილობრივი NGO-ს მოხალისე ქალაქის ცენტრის აღორძინებაში.

შესაძლოა, მატერა ევროპის კულტურული დედაქალაქი იყოს, მაგრამ მის გარშემო მდებარე სოფლებსაც საკმაოდ ბევრი აქვთ ტურისტებისთვის შესათავაზებელი. არა მხოლოდ სანახავად ლამაზია ეს ადგილები, არამედ სტუმრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახლო ურთიერთობის, ძველ ტრადიციებთან გაცნობისა და ავთენტური კულტურის შეცნობის საშუალებას იძლევა.

AutoPlay
რატომ არის მნიშვნელოვანი მირქმის დღესასწაული მორწმუნეებისთვის: "თუ არ ჩაეჭიდე, შეიყვარე, ჩაიხუტე ღმერთი, ძალიან ძნელია ცოდვას ხელი გაუშვა"
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გასათხოვარი გოგონები მზის ამოსვლამდე დგებიან, იყურებიან ფანჯრიდან... - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას მსოფლიოში?
14-02-2019
ვერეტინარია, დაავადებები ცხოველიდან ადამიანზე, ხორცპროდუქტები - მაყურებლის კითხვებს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს
13-02-2019
როგორ აქციეს ასწლოვანი ხე პატარა ბიბლიოთეკად?
13-02-2019
რამდენ საათს უნდა მუშაობდეთ კვირაში, ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ შეგექმნათ - გამოიკვლიეს ქალებისა და კაცების დატვირთვის მაქსიმალური დრო
13-02-2019
1,7 მილიონიანი 3-სართულიანი სახლის გასაყიდად ესსეების კონკურსი გამოცხადდა - რა უნდა დაწეროს მან, ვინც შეთავაზებით დაინტერესდება?
12-02-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლევანი
01-02-2019
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მივიღოთ ეს შეთავაზება
სხვა სიახლეები