ვენესუელაში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შესახებ როიტერი იუწყება. მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით ქვები და ბლაგვი საგნები ისროლეს, რაზეც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო რექცია მოჰყვა. ძალოვნებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იუწყება.