კიევში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაიმოიყენეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტეს, მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობაც. დემონსტრანტები რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ. უკრაინულის მედიის ცნობით აქციის მონაწილეების რაოდენობა დაახლობით 500-ს შეადგენს. აქციაში მონაწილეობას პარტიების „თვითდახმარება“ და „თავისუფლების“ მხარდამჭერები იღებენ. უკრაინის რადა „ოპოზიციური ბლოკის“ დეპუტატის მიხეილ დობკინისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს. 11 ივლისს პარლამენტმა იმუნიტეტი სამ დეპუტატს მოუხსნა, თუმცა „სახალხო ფრონტის“ დეპუტატ ევგენი დეიდეისთვის და „რადიკალური პარტიის“ ფრაქციის წევრ ანდრეი ლოზოვოისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა. აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.