ლიმაში განათლების სფეროს თანამშრომლების მიერ ორგანიზებული აქცია მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შესახებ როიტერსი იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში დასაქმებულმა პედაგოგებმა ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს პროგნოზირებენ.